სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
პოლიტიკა - 20:14, 19 Apr, 2017     16846
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად სოფელ წაბლანას ეწვია და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მაღალმთიანეთის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე საოცარია უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრები ადამიანების თვალსაზრისით.

"აქ ცხოვრობენ განსაკუთრებულად კეთილშობილი და განსაკუთრებულად პატრიოტი ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანები. საქართველოში არაერთი მთიანი კუთხე დაიცალა სამწუხაროდ. საოცარია, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ურთულეს პირობებში ადამიანები არ ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ამაგრებენ ამ კუთხეს, ინარჩუნებენ იმ კულტურულ სიმდიდრეს, რომლითაც ასე მდიდარია მთიანი აჭარა. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გმირობის და პატრიოტიზმის წინაშე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, სამწუხაროდ წლების მანძილზე გადაუწყვეტელი პრობლემა დღეს გადაწყვიტოს და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება, აჭარის მთავრობის და საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია ინვესტორი კომპანია "აჭარისწყალი" და შენდება საცხოვრებელი, რომელშიც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფარს, მუდმივ ჭერს მიიღებენ. მოსახლეობასთან მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. სულ მალე დაიწყება ხულო-ზარზმის, ზულო-ბეშუმის გზა, ასევე მთიანი აჭარის გაზიფიკაცია ხელვაჩაურიდან ხიჭაურამდე.

მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ: ,,28 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან. მას შემდეგ არაერთი თაობა გაიზარდა. მნიშვნელოვანია დაღუპული ადამიანების ხსოვნა, მათი არდავიწყება, მათდამი სათანადო პატივის მიგება. დღეს ჩვენ ერთად ვიხსენებთ ამ ხალხს და ვართ ერთიანნი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში”.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42