მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებები იყო. ლავროვის განცხადებით, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი უნდა გაფორმდეს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აქტიურად უნდა გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა, ჟენევის დისკუსიებს ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოაქვს შედეგი.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში რეალურია გაფორმდეს იურიდიული დოკუმენტი ძალის არგამოყენების შესახებ. ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი კავკასიის რეგიონისთვის, თუ როგორ გავითვალისწინებთ წარსულ ისტორიას, თუკი ვსაუბრობთ ოდეკაბეზე (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ სტრუქტურის აფხაზეთთან თანამშრომლობას, იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიიღო, საჭიროა ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფოს შორის კონსესუსი.
"ოდეკაბე შექმნილია მასში შემავალი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვისთვის. აფხაზეთის უსაფრთხოებას ყველაზე საიმედოდ და გარანტირებულად იცავს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთი აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ატარებს ყოველდღიურ ღონისძიებას, რათა არ მოხდეს განმეორებით რაიმე სახის აგრესია“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






