"საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დაფუძნებულია საკმაოდ მყარ საფუძველზე, ჩვენ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამას ვერაფერი შეცვლის. მომავალში ჩვენ საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავებას ვიხილავთ. სიტუაცია თურქეთში საკმაოდ მშვიდი და ნორმალურია. როგორც იცით, კვირას რეფერენდუმი ჩატარდა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. რეფერენდუმში მონაწილეობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. თურქი ხალხის 60%-ზე მეტმა მიიღო მასში მონაწილეობა. წინასწარი შედეგები უკვე გამოქვეყნებულია, ხოლო საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ერთი კვირიდან 10 დღემდე დასჭირდება. ამ ეტაპზე, წინასწარი მონაცემებით, ცხადია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. რა თქმა უნდა, არის საჩივრები და პრეტენზიები, მაგრამ ეს ყველა არჩევნების შემდეგ ხდება. აღნიშნული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. თუნდაც ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ვერ მოახდენს გავლენას რეფერენდუმის შედეგებზე. ამიტომაცაა, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდნენ და რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს. ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს თურქ პოლიტიკოსებს. პირველ რიგში, მიულოცეს რეფერენდუმის დემოკრატიულად ჩატარება და რა თქმა უნდა, რეფერენდუმის შედეგებიც. როგორც იცით, საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი 2019 წლიდან შევა ძალაში, როდესაც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთდროულად ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კი თურქეთის პარლამენტი იმუშავებს ახალი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. თურქეთის დემოკრატიისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას." - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






