სუს-ი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან აქტიურად თანამშრომლობდა - ვახტანგ გომელაური
პოლიტიკა - 15:30, 19 Apr, 2017     1198
სუს-ის უფროსის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებაში გადამწყვეტია ფაქტებისა და გარემოებების ადეკვატური შეფასება, მოვლენების განვითარების სწორი ანალიზი და პროგნოზირება.


როგორც ვახტანგ გომელაურმა პარამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ამ მიზნით, სამსახურის ანალიტიკური გუნდი ახორციელებს ოპერატიული დანაყოფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, საფრთხეების პროგნოზირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და ატარებდა ყველა შესაბამის ღონისძიებას კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმიური ინსპექტირება. შემოწმების დასრულების შემდეგ ინსპექტორის მიერ შემუშავებული შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამართლებრივი ბაზის სრულყოფას. 2016 წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა ახალი სამართლებრივი აქტების შემუშავების პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან. 2016 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.

კანონის ფარგლებში დადგენილი წესით ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცემა.

ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. სამსახურის მხრიდან უზრუნველყოფილია დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული თვალსაზრისით.

ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების ჯეროვანი შესრულებისთვის საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სამსახურის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მომავალშიც გაგრძელდება"- აღნიშნა გომელაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42