„რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ გააჩნია, იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტი აღდგეს. ამისთვის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს, ის შეთანხმებები, რომელიც მიღწეული იქნა რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს, როდესაც ჩვენ მასში გავწევრიანდით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სომეხი კოლეგებიც დაინტერესებულნი არიან ამ ტრანზიტის განახლებით. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ქვეყანა ამის წინააღმდეგი არაა, ამიტომ ეს დამოკიდებული აღარაა ჩვენზე, არამედ იმ ქვეყნებზე, რომლებზეც ამ ტრანზიტმა უნდა გაიაროს.“- განაცხადა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ განცხადება გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც და აღნიშნა, რომ აფხაზეთი მზადაა რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის განახლებისთვის, იმდენად რამდენადაც ეს შექმნის შესაძლებლობას ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები შევიდეს.
„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ვართ სუვერენული, აღიარებული სახელმწიფო და არ ვცხოვრობთ ჩაკეტილ სივრცეში, ეს საკითხები უნდა გადაწყდეს ცივილიზებულად. იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე მზად იქნება, მე ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი შეიძლება დაიწყოს და ეს იქნება მომგებიანი აფხაზეთისთვისაც“- განაცხადა ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები






