ნატო ჩხეიძე შშმ პირებისთვის დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 14:55, 19 Apr, 2017     1567
„აღდგომის ბრწყინვალე კვირეულში განსაკუთრებით ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ იმ ადანიანებზე, ვინც ჩვენგან, სახელმწიფოსგან დახმარებას ელიან,“ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, თუმცა ყველაზე მძიმე დღეში შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან, რომელთაც სახელმწიფოს შემწეობის გარდა, სხვა სახსარი და საშუალება არ გააჩნიათ.

„ეს ადამიანები მთლიანად სახელმწიფოზე არიან მინდობილნი. საქმე ეხება არა მათ კეთილდღეობას, არამედ მათ არსებობას და შეიძლება ითქვას, გადარჩენას ან დაღუპვას. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის სახელმწიფოს მიერ დახმარება თვეში 100 ლარია და ეს იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფოსავე გამოანგარიშებით, ერთსულიანი პირის საარსებო მინიმუმი თვეში 148 ლარი და 90 თეთრია. არსებული 100 ლარით კი ადამიანს საარსებო მინიმუმის ზღვარს დაბლა ვტოვებთ და არსებითად განწირულია. არადა, დახმარება ხომ უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერვე დადგენილ საარსებო ნორმას,“ - აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

ნატო ჩხეიძის განცხადებითვე, ალბათ, ლოგიკური იქნება, რომ დახმარება საარსებო მინიმუმს მაინც გაუთანაბრდეს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყანაში 78 824 მნიშვნელივნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირია.

„ჩვენი, სახელმწიფოს ვალია, დავეხმაროთ ამ ადამიანებს მეტად მოკრძალებული არსებობისთვის მაინც,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ და შესაბამის სამინისტროს ამ მნიშვნელივანი თემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42