"საქართველოსთან ურთიერთობის დათბობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს" - ზახაროვა
პოლიტიკა - 15:22, 19 Apr, 2017     5738
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობა ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის ხარისხზე გავლენას არ მოახდენს.

ზახაროვას თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების დათბობა, 2012 წლის ოქტომბერში არჩეული საქართველოს ახალი მთავრობის ინიციატივით დაიწყო.

„იმ მომენტისთვის ჩვენი ურთიერთობები ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. ამის მიზეზი - სააკაშვილის რეჟიმის სისტემური ანტირუსული პოლიტიკა, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესის ტოტალური საბოტაჟი იყო. ამ სიტუაციამ კი პიკს მიაღწია 2008 წელს, როცა საქართველო სამხრეთ ოსეთში რუსულ მშვიდობისმყოფელებს დაესხა თავს- განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების ინიციატივით ყოველთვის გამოდიოდა და „თბილისიდან პოზიტიურ სიგნალს ეხმაურებოდა.“

„შედეგად, მივაღწიეთ კარგ შედეგებს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში“ - აღნიშნა რუსეთის დაგარეო უწყების წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42