"მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით დიდია მათი როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი უწყების საქმიანობა მომავალშიც მიმართული იქნება საქართველოსთვის პოტენციური საფრთხეების პროგნოზირებასა და პრევენციაზე, მის წინაშე მდგარი გამოწვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და განეიტრალებაზე, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთაზე. სამსახურის საქმიანობა განხორციელდება კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ორიენტირებული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე"- აღნიშნა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






