როგორც გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისი სამსახურის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების გაუვრცელებლობის საკითხებს. უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს შესაბამის უწყებათშორის საბჭოს და კოორდინაციას უწევს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას.
"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საანგარიშო პერიოდში აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 2016 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო „ურან 238“, დაკავებულია 6 პირი. 2016 წლის 25 აპრილს, ქ. ქობულეთში ამოღებულია ერთი კილოგრამი და 665 გრამი რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც შეიცავდა „ურან 235“-ს და „ურან 238“-ს, დაკავებულია 6 პირი"- განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






