კონტრტერორისტული ღონისძიებები - სასაზღვრო კონტროლზე აყვანილია 1500-მდე პირი, 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა
პოლიტიკა - 14:35, 19 Apr, 2017     1119
სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.
როგორც მან პარლამენტში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები.


"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. ამ მიმართულებით განვახორციელეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მხარდამჭერი პირი. ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისა და სხვა ბრალდებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე.

ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება. მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრადლებით პასუხისგებაში მიეცნენ სირიიდან და ერაყიდან საქართველოში დაბრუნებული პირები.

საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით. ხორციელდებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის სფეროებში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება და გადამზადება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42