გამოვლენილია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები და მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან - გომელაური
პოლიტიკა - 14:28, 19 Apr, 2017     5000
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძრვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, სამსახურის ანგარიშის წარდგენისას საქართველოშიმოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისსაქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც სუსმა ამ მიმართულებით ჩაატარა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში სამსახური აქტიურად საქმიანობდა კონტრდაზვერვითი მიმართულებით. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა.

"კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილი შესრულებისთვის ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი. გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად აღიკვეთოს შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. აღნიშნულის განეიტრალების მიზნით, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

აქტიურად მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემებიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრისა და გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება.

შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის კუთხით, მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა მუდმივი მონიტორინგი, ასევე ცალკეულ პირთა მიერ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ამ მიმართულებით ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ.

გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კუთხით. დაიხვეწა საიდუმლოებაზე დაშვების მექანიზმები.

2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.

2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს 7 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთი-სომხეთის გაზსადენის ღია მონაკვეთის დაზიანებას აფეთქებით. შვიდივე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით სხვადასხვა კვალიფიკაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.

ხაზგასასმელია უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სულ 25 სუბიექტი. 2016 წლის განმავლობაში, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს შორის.

ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი სათანადო დახმარებასა და კონსულტაციებს უწევს შესაბამის ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით"- განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42