გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საჯარისო ნაწილები - სუს-ის ხელმძღვანელი მთავარ გამოწვევებზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:22, 19 Apr, 2017     1586
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს.
ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოსა და რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების გარემო.
მისი განცხადებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის პრიორიტეტებს განეკუთვნებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე მუშაობა და მათგან მომდინარე საფრთხეების შეკავება, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის საპასუხოდ კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის განვითარება, უწყებათშორისი კოორდინაციის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

"ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე სერიოზული გამოწვევაა ამ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები.

საანგარიშო პერიოდში სამსახური მონიტორინგს უწევდა ადგილზე არსებულ ვითარებას და ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მონაწილეობდა ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი წარმომადგენელი მონაწილეებს აცნობდა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

2016 წლის მაისში ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. გასულ წელს გალში IPRM-ის 6, ხოლო ერგნეთში 11 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებზე უსაფრთხოების სამსახური მუდმივად სვამდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობის, ასევე საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების საკითხებს.

ჟენევის დისკუსიებისა და IPRM-ის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას საქმე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიერ სასტიკად იქნა მოკლული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

IPRM-ის ფარგლებში შექმნილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“, ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციასა და მათ უმოკლეს ვადაში გადაწყვეტას.

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან სამმხრივი შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორი შეხვედრა.

2016 წელს ჩვენი სამსახურის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზი პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის 27-მა დელეგაციამ მოინახულა"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა..





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42