ხუნდაძე აფხაზეთში არსებულ ვითარებას შობადობის შემცირების მხრივ დემოგრაფიულ უფსკრულს უწოდებს, მისი თქმით არსებილი რეალობა სააკაშვილის ხელისუფლებას გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია.
უმრავლესობის დეპუტატმა საზოგადოებასა და მედიას აღნიშნული პრობლემით დაინტერესება და აქტიურაი გაშუქება მოუწოდა.
"მარცხენა ფლანგიდან ისევ იწყება იმ თემების წამოჭრა რაც მოჰყვა მათ გაუაზრებელ პოლიტიკას. მე არ მინდა ისევ 9 წელი ვახსენო, რა პრობლემების წინაშეც ჩვენ დღეს ვდავართ. მინდა გამოვეხმაურო სტატისტიკის დეპარტმენტის მიერ გამოქვეყნებელ ინფორმაციას სადაც, აღნიშნულია, რომ 2016 წელს შობადობა არის შემცირებული. საკმაოდ მძიმე ვითარებაა აფხაზეთში, მათ შორის დემოგრაფიული სიტუაცია. ისინი პრაქტიკულად დემოგრაფიული უფსკრულისკენ მიექანებიან, რუსეთი ვერ აცნობიერებს ან შეიძლება აცნობიერებს, მაგრამ მე მინდა აფხაზეთმა გააცნობიეროს, რამდენად მწვავე პრობლემების წინაშე დგანან შობადობის შემცირების გამო.
გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ დემოგრაფიული პრობლემები არ არის მხოლოდ შობადობა, ეს არის პოლიტიკოსების პოლიტიკა, ეს არის პირდაპირი კავშირი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სახელმწიფოს მთავრი საყრდენს წარმოდგენს.
წინა მოწვევის პარლამენტმა შეიმუშავა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დოკუმენტი დემოგრაფიულ უსაფრთხოებაზე, რომელიც აქვს მთავრობას გადაცემული გამომდინარე იქედან, რომ ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს და ამას სჭირდება სწორი პოლიტიკის მართვა და არა ყელმოღერებული საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი გათვა და სწორი სტრატეგია. პრობლემის წინაშე ყველა ერთიან აზრზე უნდა იყოს, ერიც და ბერის პოლიტიკური ჯგუფი, თუ ადამიანი და ასეთი ტიპის საფრთხეებზე ჩვენ მეტი უნდა ვისაუბროთ. მივმართავ მედიას უფრო აქციურად გააშუქონ ამ სისტემაში არსებული პრობლემები“- განაცხადა ხუნდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






