"აბაშიძე ბედავს და ისევ ქართველი მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს... ვინ გვესაუბრება აბაშიძე თუ კარასინი"
პოლიტიკა - 14:01, 19 Apr, 2017     1530
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველი ძალის პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ანექსია მიმდინარეობს, ოკუპაციის პრობლემა კი საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო ნაკლებად განიხილება.

სამადაშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ უმრავლესობა რუსეთის ქმედებებს გმობდეს, სხვადასხვა ხელისუფლების დროს განხორციელებულ პოლიტიკაზე საუბრობს.

ოპოზიციის წევრის თქმით, გარკვეულ საკითხებზე ეროვნული თანხმობა უნდა არსებობდეს.

ენმ-ს წევრი რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"ბატონი აბაშიძე, რომელიც გვიცხადებს, რომ ის ვალდებული არ არის პარლამენტში მოვიდეს და წარმოადგინოს ანგარიში, იმიტომ რომ თურმე პარლამენტს არ დაუმტკიცებია ის ამ თანამდებობაზე. ბატონი აბაშიძე დღეს ბედავს და ისევ საუბრობს ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაზე და ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ხელისუფლებაზეა საუბარი. ერთი რამ ნათელია, ეს ადამიანი სრულიად შეუფერებელია იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები ამ ქვეყნის სახელით რუსეთთან. ეს ფორმატი მავნებლურია, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი დააკნინა, რომელმაც გახადა შესაძლებელი ის რომ რუსეთმა გეგმაზომიერად განახორციელოს ყველა პოლიტიკური ჩანაფიქრი რაც ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით ამოძრავებს. დღეს თქვენ, სწორედ პატრიოტული მოტივაციიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთან ერთად უნდა ითხოვდეთ, რომ აბაშიძე ან გამოცხადდეს პარლამენტში, გასცეს ჩვენს შეკითხვებს პასუხი ან გაუქმდეს ეს ფორმატი, რათა ჩვენი საკითხი საერთაშორისო ფორმატებში დასრულდეს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთთან ჩვენი ინტერესების დაცვა მოვახერხოთ.

ბატონი აბაშიძე სულ უფრო ხშირად საუბრობს როგორც რუსეთის წარმომადგენელ. მე მიჭირს გავიგო, როცა ის საუბრობს ვინ გვესაუბრება ჩვენ, ბატონი ზურაბ აბაშიძე თუ ბატონი კარასინი"- აღნიშნა სამადაშვილმა და კოლეგებს მიმართა.

მისი თქმით, კარგია როცა კონსტიტუციაში ჩანაწერები კეთდება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, თუმცა სამადაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ქმედება აფიქრებინებს, რომ ქართული ოცნების მიზნები სულ სხვა არის.

"ძვირფასი კოლეგებო ძალიან კარგია, როცა კონსტიტუციაში აკეთებთ ჩანაწერებს ევროატლანტიკური მიმართულების თაობაზე, ძალიან კარგია როცა გვარწმუნებთ, რომ გაწუხებთ ქვეყნის მთლიანობის საკითხი და დემოკრატია ამ ქვეყანაში, მაგრამ ის რაც ჩვენ ამ დარბაზში მოვისმინეთ, ის ჩანაწერები რაც საქართველოს მომავალ კონსტიტუციაში კეთდება, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ თქვენი პოლიტიკური მიზნები სრულიად განსხვავებულია. სამწუხაროდ სწორედ ამიტომ მოგვიწია საკონსტიტუციო კომისიის დატოვება"- აღნიშნა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42