როგორც უწყებაში განმარტავენ, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის ცხრა, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.
„პანამის დროშის სატვირთო გემი Geroi Arsenala (8727604) შავ ზღვაში ჩაიძირა 2017 წლის 19 აპრილს, გამთენიისას. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. ნოვოროსისკის სამაშველო სამსახური ადასტურებს, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი, უკრაინის მოქალაქე გადარჩენილია, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნა მიმდინარეობს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის ცხრა, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ბოცმანია.
გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა.
გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა”, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
შავ ზღვაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დღეს დილით ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
კატასტროფის ადგილზე ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.
რუსული მედიის ცნობით, ბორტზე უკრაინის ცხრა მოქალაქე, რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდა.
სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.
მასალის გამოყენების პირობები






