გომელაური დეპუტატებს მისი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასულ კვირას პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გომელაურის მოადგილესთან ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად განიხილეს.
საკომიტეტო მოსმენა მედიისთვის ნახევრად დახურულ ფორმატში წარიმართა.
„დარწმუნებული ვარ ამჯერად შედგება მისი მოსმენა პარლამენტში. ბატონ გომელაურთან ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო კითხვები, სამსახურის მუშაობა ანტიტერორისტული კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობა, ტერორიზმის ფაქტების გამოვლენა, საზღვრის დაცვის კუთხით“ -განაცხადა ეკა ბესელიამ.
სხდომის ნახევრად დახურულ რეჟიმში წარმართვას ოპოზიცია აპროტესტებს.
„როგორ გამოიყენა ივანიშვილმა სუს-ი წინასაარჩევნოდ, ასევე მოსმენების ახალ კანონზე, რომლითაც სუს-ი კვლავ რჩება უფლებამოსილი, რომ განახორციელოს უკანონო თვალთვალი და მიყურადება მოქალაქეების, ასე რომ ძალიან ბევრი მწვავე კითხვა გვაქვს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა.
ოპოზიცია ასევე გეგმავს სუს-ის უფროსს შეკითხვები დაუსვან ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით და ამ უწყების დაქვემდებარებაში მყოფ ტექნიკურ-ოპერატიულ სამსახურსა და უწყებაში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე.
„უსაფრთხოების სამსახური არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს. არის კითხვები ასევე სისტემურ კორუფციასთან დაკავშირებით,“-ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






