რა გამოდის, მე ვცრუობ და მამა ანდრიამ იცის ყველაფერი? იგივე შემიძლია თქვა მანდ მყოფ საზოგდოებაზე? საპროცესო კოდექსის მინიმალურ სტანდარტს არ აკმაყოფილებს ის ჩანაწერი, რაც მოვისმინეთ? როცა მღვდელი საუბრობს ციანიდის მოძიებაზე, ექსპერტიზაზე რომ ჭიქში არაფერი დარჩება... როცა საუბრობს, რომ სავარაუდო მსხვერპლი ტკბილეულს არ იღებს, ამ ადამიანებს ეჭვი მაინც არ უჩნდებათ, რისთვის ესაჭიროებოდა მამაოს ციანიდი?! შეიძლება ორი მეგობარი ასეთ თემაზე საუბრობდეს? შეიძლება ადამიანმა 4-ჯერ, სასულიერო პირმა იხუმორს ციანიდის მოპოვებაზე, ფასზე და ა.შ.?!“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ სატელეფონო ჩართვის დროს.
მამალაძემ საყვედური გამოხატა სასულიერო პირების მიმართ და აღნიშნა, რომ მათ ასევე უნდა გამოხატონ დიდსულოვნება მისი, როგორც მოწმის მიმართ, რადგან დეკანოზი, როგორც ამას ირაკლი მამალაძე ამბობს, საქმეში მის ჩათრებას ცდილობდა.
,,ჯერ თქვეს, რომ მამაოს იარაღი ჩუადეს, მერე თქვეს რომ მე მივუტანეს, ეხლა ის, რომ ციანიდი ჩაუდეს. მე არ შევალ არცერთ სასულიერო პირთან პოლემიკაში. მათ უნდა ეყოთ დიდსულოვნება. როცა საუბრობენ მამა გიორგიზე, იფიქრონ ჩემზე, როგორც მოწმეზე, ადამიანზე, ვინც მამა გიორგიმ გაწირა, მე მან გამწირა, რადგან ის შეეცადა ჩემს ჩათრევას ამ დანაშაულში და თუ სასულიერო პირები ამას ვერ ხედავენ ეს მათი პრიბლემაა“ - აცხადებს ირაკლი მამალაძე.
მანვე უარყო მეუფე იაკობთან და შორენა თეთრუაშვილთან ნაცნობობა და რაიმე სახით კავშირი და აღნიშნა, რომ თუ ამაში ადვოკატებს ეჭვი შეაქვთ, შეუძლიათ, ამოიღონ საელეფონო საუბრები და ტელეფონის ნომერები.
,,მეუფე იაკობს საერთოდ არ ვიცნობ, არ ვიცნობ ასევე შორენა თეთრუაშვილს, რომელიც ერთხელ მყავს ნანახი რაჭაში. თუ ადვოკატებს აიტერესებთ, ვიცნობ თუ არ და მქონდა თუ არა კავშირი მეუფე იაკობთან ან შორენა თეთრუაშვილთან, ამოიღონ ჩემის ატელეფონო საუბრები, ნომერბი და თუ მქონდა რაიმე ნაირი კონტაქტი მეუფე იაკობთან. მე მას ვურეკავდი სტატიასთან დაკავშრებით და ისიც არ მიპასუხა ტელეფონზე“ - განახადა ირაკლი მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






