ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც, მისი თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსი დიპლომატები აფხაზეთში კომფორტულ პირობებში შეძლებენ მუშაობას, როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, სერგეი ლავროვის ვიზიტი არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ ყურადღებას აქცევს რუსეთი აფხაზეთთან ურთიერთობას.
თავის მისასალმებელ სიტყვაში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალმოსახლეობა -ეს ყოველთვის საზეიმოა, რაც შეეხება დიპლომატების სამუშაოს, მათთვის საელჩო ეს მეორე სახლია. მან ყურადღება გაამახვილა საელჩოს კომპლექსის მასშტაბზეც:
„საელჩოს პროექტი შესანიშნავია - ეს არ არის სწრაფვა გიგანტიზმისკენ, არამედ არის მტკიცებულება აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობის სიდიადისა“- განაცხადა ლავროვმა.
ღონისძიებაზე ტრადიციული ლენტის გაჭრა არ მომხდარა, როგორც როგორც ე.წ ელჩმა გრიგორევმა განაცხადა ახალი კომპლექსი უკვე თითქმის ერთი თვეა რაც ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, 2010 წლის 9 დეკემბერს სოხუმის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალიას ლაბახუამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთის ე.წ საელჩოს მიწის ნაკვეთი 99 წლიანი იჯარით გადაეცა, ე.წ საელჩოს მშენებლობა 2017 წელს დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები






