„უკანასკნელ დროს გახშირდა საქართველოს ოფიციალური პირების- დაწყებული საქართველოს საგარეო უწყების ჩინოვნიკებიდან დამთავრებული პრეზიდენტით, „მრისხანე“ განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით. საუბრობენ „უკანონობაზე“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ დარღვევაზე. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულიად უადგილოდ მიიჩნევს საქართველოს ოფიციალური პირების მიერ მსგავს „დაგმობითი“ ხასიათის განცხადებებს.
აღნიშნული სამუშაო ვიზიტი სრულიად შეესაბამება აფხაზურ-რუსულ საერთაშორისო ურთიერთობებს და აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 9 სექტემბერს დამყარდა,
მოვუწოდებთ ქართულ მხარეს შეწყვიტოს საკუთარი თავის და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ ცნებით ჟობგლიორობა და გააცნობიეროს რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალიები“- აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორდღიანი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს დღეს ესტუმრა. სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ საელჩოს გახსნაში მიიღებს მონაწილეობას და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






