დაავადებათა კონტროლის ცენტრი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტს მხარს უჭერს
პოლიტიკა - 18:52, 18 Apr, 2017     1517
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის ირგვლივ, მისი მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე გაიმართა.

სამუშაო სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, კანონპროექტთა პაკეტის ცალკეული ნორმები მუხლობრივად წარმოადგინა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა პროექტში ასახვაზე პირველი მოსმენის შემდეგ მიმდინარეობს მუშაობა.

გაფართოებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა, მონაწილეობა მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ექსპერტებმა კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებები წარმოადგინეს და სხვა ქვეყნების ანალოგიურ საკანონმდებლო გამოცდილებაზე ისაუბრეს. თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ექსპერტებმა, ენდრიუ ვილიამ ბლეკმა და თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანმა ექსპერტმა, დომინიკ გუიანგიმ კი კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზა და არგუმენტაციას წარმოადგენეს.

კანონპროექტის მიმართ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სრული მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, თანამედროვე ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და გამოწვევა ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის გაძლიერებაა. „დიდი მადლობა ექსპერტებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომლებიც ჩვენთან ჩამობრძანდნენ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს პარლამენტი მიიღებს ძალიან მცირე ჩასწორებებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც ამ კანონპროექტების პირველი ვერსიების ერთ-ერთი თანაავტორი, სრულად მხარს უჭერს კანონპროექტების იმ ვარიანტს, რაც არის წარმოდგენილი,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42