„თურქეთის სტაბილურობა საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“ - ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა - 17:19, 18 Apr, 2017     2236

თურქეთში ცატარებული რეფერენდუმის შედეგები ქვეყნის მოსახლოებაში დაპირისპირების საგნად იქცა, აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა, დაკავებულია აქციის ათეულობით მონაწილე, ხელისუფლებამ კი საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

მიმდინარე მოვლენებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აფასებს, რომელის შეფასებითაც, საქართველოზე მეზობელ ქვეყანაში არსებული სიტუაცია ნეგატიურად აისახება:

„თურქეთში განვითარებული მოვლენები საქართველოზე ნეგატიურად აისახება, რა თქმა უნდა საქართველოს არ აწყობს მეზობელ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა, ვინაიდან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეო პარტნიორია და მასზე მოდის საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 13 - 15%, გარდა ამისა თურქეთი არის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ამჟამად დღის წესრიგში დგას სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ამოქმედების საკითხი. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ თურქეთში იყოს სტაბილურობა, რათა შავი ზღვისა და კასპიის ძღვის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები იქნეს წარმატებულად განხორციელებული, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. გამომდინარე აქედან საქართველოსთვის შემაშფოთებელია თურქეთის დაძაბული ვითარება“, - აღნიშნავს ჩიტაძე.

თურქეთში მიმდინარე მოვლენების შედეგად დასავლური სამყაროც ორად არის გაყოფილი, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ არასახარბიელო სიტუაცია მთელს მსოფლიოზე ჰპოვებს გავლენას:

„თუ თურქეთმა გადაუხვია დემოკრატიის გზას, თუ პრეზიდენტის უფლებები გაიზარდა და ის გაიზრდება, აქ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა დანიშნოს 4 მოსამართლე, გაიზარდოს მისი ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, უფლება ეძლევა ეკავოს პარტიული თანამდებობა, საუბარია იმაზე, რომ გაიზარდოს დიდი მეჯლისის წევრთა რიცხვი 550-დან 600-მდე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თურქეთის პარლამენტში გაზარდოს პრეზიდენტის პოტენციურად ერთგულთა რიცხვი. საერთო ჯამში აღნიშნული ვერ აისახება დადებითად თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, ერდოღანს შესაძლებლობა ეძლევა, რომ 2029 წლამდე დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. მოსახლეობა თურქეთში არის ორად დაყოფილი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერდოღანის მომხრეთა რიცხვი შეადგენს რეფერენდუმის შედეგების მიხედვით 51.3%-ს და 48.7%-ს შეადგენს მოწინააღმდეგეთა რიცხვი, დაფიქსირდა ამომრჩეველთა 80%-იანი აქტივობა, დაახლოებით 20%-მა არ მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, ეს ქმნის დაძაბულობის სზრდის პერსპექტივას. ამას ემატება საინტერესო ფაქტორი, რომ დემოკრატიული სამყაროს პოზიციებით გაყოფილია, ერთის მხრივ ევროპა აკრიტიკებს თურქეთს, მეორეს მხრივ ამერიკის პრეზიდენტი ულოცავს თურქეთის პრეზიდენტს რეფერენდუმის შედეგებს, ესეც გარკვეული გეოპოლიტიკურ საკითხტან არის დაკავშრებული. თურქეთისა და აშშ-ს შეხედულებები სირიის რეჟიმტან მიმართებით ერთმანეთს ემთხვევა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42