,,ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლში ჩაიწერება“ - კობახიძე
პოლიტიკა - 16:57, 18 Apr, 2017     934
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა. დღეს პირველმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე მუშაობდა, მესამე ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფების ბოლო სხდომას ვატარებთ. წინა სხდომის შემდეგ განსახილველი დარჩა სასამართლოს თავის ბოლო ოთხი მუხლი, რომლებიც სამართალწარმოებას, მოსამართლის სტატუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას შეეხება. ასევე როგორც დარიგებულ პროექტში გაეცანით, კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი, მე-11 თავი - გარდამავალი დებულებები ემატება, რომელიც მხოლოდ ერთ მუხლს შეიცავს და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეხება.

საგარეო კურსის თვასაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს. უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მუხლის გარდამავალ დებულებებში ჩაწერის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მუხლის მნიშვნელობისა, იგი თავისი შინაარსით დროებით ამოცანას წარმოადგენს და მიზანშეწონილად ჩაითვალა გარდამავალ დებულებებში ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის მეექვე თავის (სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა) 63-ე მუხლის (სამართალწარმოება) განხილვით გაგრძელდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42