ლავროვის აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო და მთავრობა
პოლიტიკა - 16:14, 18 Apr, 2017     1687
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. ვიზიტს ეხმაურებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესს საბჭოსა და მთავრობაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის რუსეთის მხრიდან ანექსიის გაგრძელების მცდელობა. აფხაზეთის ა/რ-ის უზენაესი საბჭო და მთავრობა რეაგირებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ხოლო საქარველოს საგარეო უწყებას მოუწოდებს, განაგრძოს ძალისხმება, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული სანქციების კონტექტში, მუდმივი განხილვის თემად იქცეს, საერთაშორისო თანამეგობრობაში. აფხაზეთის ა/რ-ის წარმომადგენლობა ასევე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების გაუქმების მიზნით, განიხილოს სამართლებრივი მექანიზმების საკითხი.

,,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა კრემლის აგრესიული პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს. ამით ოკუპანტი ქვეყანა, მისი პირველი დიპლომატის სახით, კიდევ ერთხელ უპირისპირდება და დემონსტრაციულად იგნორირებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს. ამ ნორმების უხეში დარღვევაა ოკუპაციის ერთ-ერთი სიმბოლოს ე. წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნაც. იმავდროულად ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ს. ლავროვის ამჟამინდელი გასეირნება სოხუმის ქუჩებში, რომელიც ველური მეთოდებით განხორციელებული ეთნოწმენდა -გენოციდის შედეგად ჯვარცმული ათეულ ათასობით ადამიანის სისხლითა და ცრემლით არის მორწყული, წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალთან, არამედ ქრისტიანულ მორალთან და ადამიანურობასთან.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აფხაზეთში სერგეი ლავროვის ჩასვლის მიზნებთან დაკავშირებით მოსკოვში გავრცელებული ოფიციალური ვერსია სრულ სიმართლეს არ შეეფერება. როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, კრემლის ესოდენ მაღალი რანგის წარმომადგენელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორდღიანი ვიზიტისთვის იცლის იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია და შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა მისგან სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში „პრიორიტეტულ მიმართულებად“ ოკუპირებული აფხაზეთის შერჩევა და იქ კრემლის ემისრის მივლინება შემთხვევით არ მომხდარა. აღნიშნული ნაბიჯი წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსაგან ფაქტობრივად იზოლირებული, მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობას. ეს არის თავისებური გზავნილი, თუ გნებავთ, მუქარა ბოლო პერიოდში დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით გააქტიურებული ამერიკის შეერთებული შტატების, მთლიანად ევროატლანტიკური გაერთიანების მიმართ. ამ გზავნილით თუ მუქარით მოსკოვი ნატოს წინაშე ახდენს შავ ზღვაზე დომინირების დემონსტრირებას და აფრთხილებს მას, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან, მით უმეტეს ევროპასთან საკმაოდ ახლოს, გარდა მის მიერ ანექსირებული ყირიმისა, იგი ფლობს ასევე მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთს იქ განლაგებული მძლავრი სამხედრო ბაზითა და ე. წ. ერთიანი სამხედრო დაჯგუფებით. არავისთვის საიდულოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული ბაზა და „დაჯგუფება“ მუდმივად ივსება ცოცხალი ძალითა და თანამედროვე სტრატეგიული შეიარაღებით. არსებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი შევსება ს. ლავროვის ვიზიტის მიმდინარეობის პარალელურადაც ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა, გამოხატავს რა პროტესტს სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით,

- მკაცრად გმობს ოკუპირებული აფხაზეთის გამალებული მილიტარიზაციის, მცოცავი ანექსიისა და ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, გენოციდის დაკანონების კრემლისეულ პოლიტიკას;

- მოუწოდებს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაგმონ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში და მოითხოვონ მისი დეოკუპაცია;

- მიმართავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას კომპლექსურად განიხილოს ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარება;

- მიესალმება საერთაშორისო არენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობას ოკუპირებული რეგიონების პრობლემატიკასთან დაკავშირებით და თხოვს მას განაგრძოს ძალისხმევა, რათა აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი განხილვის საგნად იქცეს;

- თხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განიხილოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებისა და ე. წ. გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების გაუქმების მიზნით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების შესაძლო გამოყენების საკითხი“ - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42