,,აიკრძალება თამბაქოს რეკლამა ბილბორდებზე. დახურული უნდა იყოს სიგარეტის ,,ბოქსები“ - გუგული მაღრაძე
პოლიტიკა - 15:52, 18 Apr, 2017     3952
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. დეპუტატ გუგული მაღრაძის თქმით კანონპროექტის თანახმად შესაბამისი შეზღუდვები ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც, რადგან ის არანაკლებ მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაღრაძის თქმით მოწევა უნდა აიკრძალოს ყველ დახურულ ადგილში, გარდა ფიზიკური პირის ოჯახისა.

ამასთანავე დეპუტატი სიგარეტის კოლოფზე დატანილი გაფრთხილების ზომებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პიქტოგრამამ მთლიანი შეფუთვის 75% უნდა დაიკავოს. მაღრაძის განცხადებით იკრძალება თამბაქოს არაპირდაპირი წესით პროპაგანდაც, მისი თქმით არასწორია ის მოსაზრება რომ თამბაქოს რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბიზნესს დააზიანებს:

„ვკრძალავთ თამბაქოს არაპირდაპირი წესით პროპაგანდასაც, მაგალითად აქ შეიძლება იყოს ტკბილეული ან ისეთი სათამაშო, რომელიც თამბაქოს ნაწარმის იმიტაციას ახდენს. კანონის მიღების შემდეგ აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება ღია რეკლამით. დახურული უნდა იყოს „ბოქსები“. ახლა გამოფენილი რომ არის ნაირ-ნაირი სიგარეტები, დახურული უნდა იყოს. აიკრძალება ასევე რეკლამა ბილბორდებზე. ხშირად ვითვლი ხოლმე 10 ბილბორდიდან რამდენზეა სიგარეტის რეკლამა, დაახლოებით 6-7-ზე არის სიგარეტის რეკლამა. იყო შენიშვნა მთავრობის მხრიდანაც, რომ ხომ არ დააზარალებს ეს სარეკლამო ბიზნესს. ამაზეც არსებობს კვლევები და აღმოჩნდა, რომ არანაირი ზიანი არ მიადგება. გვახსოვს გამოთქმა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება, ანუ ის ბილბორდები ცარიელი არ დარჩება, სხვა ტიპის რეკლამები წავა. ვაძლევთ დროს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაც შეეგუოს სიახლეებს. გარდა ამისა, სხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ გათავისუფლდება ბევრი ბილბორდები, სადაც მათ შეეძლებათ რეკლამის განთავსება. იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ლატარიების და გათამაშებების მოწყობა, რაც ასევე რეკლამას წარმოადგენს. საჩუქრის გაცემა და ა.შ “ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მაღრაძის თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას განიხილეს, უნდა ჰქონდეთ თუ არა თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს სპეციალური ვებგვერდი:

„ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და დავუშვით, რომ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი. მისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ექნება პაროლი, შევა და მისი პროფესიონალური თუ სხვა ინტერესებიდან სურს გაიგოს, რა ხდება ამა თუ იმ თამბაქოს კომპანიაში“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42