გიორგი პაპუაშვილი და დავით ჯანდიერი - ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 68 კანდიდატი ცნობილია
პოლიტიკა - 12:35, 18 Apr, 2017     5630
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. კანდიდატთა სია მოცემულია თანდართულ ფაილში.

კანდიტატთა შორი არის ექსპერტი დავით ჯანდიერი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, შემოსული განაცხადებიდან ხუთ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი;

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი;

სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;

კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი.

ამის შესახებ მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 20 თებერვალს გამოსცა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებიდან აცნობეს, კომისიის შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდა წინა კონკურსთან შედარებით, ხოლო კანდიდატებისათვის საგამოცდო ეტაპები დარჩა იგივე.

კერძოდ, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საბუთების მიღება და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენა; პირველი ეტაპის შედეგად წარმატებული მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში; გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება; კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც.

სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.

კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეთა კანდიდატურები ჩავარდა. მაშინ, ევროპის საბჭომ კანდიდატების სია უკან დააბრუნა.

მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსის ფარგლებში საბუთების მიღება 2017 წლის 21 თებერვალს გამოცხადდა და 13 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 68 კანდიდატის სია:

1. ადეიშვილი ირაკლი

2. ალანია თამარ

3. ალექსიძე თამარ

4. არაბული ლერი

5. არჩუაძე თამთა

6. ახალაია ია

7. ბაქაქური ნინო

8. ბაჩიაშვილი იოსებ

9. ბეროშვილი გივი

10. ბოხაშვილი ბესარიონ

11. ბუსხრიკიძე ნინო

12. გაბისონია თამარ

13. გამისონია გოგიტა

14. გაგნიძე გრიგოლ

15. გელაძე ნატალია

16. გელიაშვილი ეკა

17. გეწაძე შოთა

18. დობორჯგინიძე ვერა

19. დოლიძე თათია

20. დონდოლაძე ირაკლი

21. ედიშერაშვილი ანა

22. ვარძელაშვილი კონსტანტინე

23. ვახტანგიშვილი დავით

24. ზაქრაძე ნინო

25. ზოსიძე რამაზ

26. თეთრაძე მაკა

27. იმერლიშვილი ანა

28. კანკავა ნიკოლოზი

29. კემულარია რუსუდან

30. კვაჭაძე ვლადიმერ

31. კვირიკაშვილი მაია

32. კირთაძე ნუგზარი

33. კონცელიძე ხვიჩა

34. კორკელია კონსტანტინე

35. ლეგაშვილი ნიკოლოზ

36. ლილუაშვილი გიორგი

37. მაისურაძე ირაკლი

38. მაჭავარიანი ვახტანგ

39. მელაძე გოჩა

40. მესხიშვილი ქეთევან

41. მესხორაძე ლევან

42. მილაძე თეა

43. მილაძე ნოდარ

44. მიქელაძე ზურაბ

45. მჟავია სალომე

46. მშვენიერაძე არჩილი

47. ნადირაძე მარიამ

48. პაპუაშვილი გიორგი

49. სარჯველაძე მარიამ

50. სვანიძე ერიკ

51. სულამანიძე სალომე

52. ტალახაძე თეონა

53. უგლავა ანანო

54. ფირცხალავა ირინა

55. ყვავაძე ქრისტინე

56. ყურულიშვილი მარიანა

57. ჩომახაშვილი ირაკლი

58. ჩხაიძე თინათინ

59. წალდაძე გიორგი

60. წულაძე გიორგი

61. ჭანტურია ლადო

62. ხარიტონაშვილი ნინო

63. ხითარიშვილი ლუიზა

64. ხურცია ანა

65. ჯანდიერი დავით

66. ჯაფარიძე სოფიო

67. ჯობავა მარიკა

68. ჯღამაძე გიორგი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42