ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 12:06, 18 Apr, 2017     1192
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს და ირანს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისტორიულ ურთიერთობებთან ერთად, ბოლო 25 წელია, ქვეყნებს შორის მჭიდრო დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირებიც ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიც, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ურთიერთობების, როგორც ორმხრივი კავშირების ხელშემწყობი ფორმატის მნიშვნელობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა რეგიონში. მოჰამად ჯავად ზარიფის შეფასებით, საქართველო თანმიმდევრულ და კონსტრუქციულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ირანელ ტურისტებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდება, რაც ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის მინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურიზრდა თანმიმდევრული რეფორმების შედეგია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმა ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42