ლავროვის ე.წ. ვიზიტი აფხაზეთში - ,,რუსეთის მიიჩნევს, რომ ურთიერთობები დალაგებულია და საქართველო ხმას არ ამოიღებს“
პოლიტიკა - 12:34, 18 Apr, 2017     2680
მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგს უწოებს ჯიპა-ს პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, ოკუპირებლ აფხაზეთში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ლავროვის ვიზტს.

როგორც შარაშენიძე ,,ნიუპოსტთან" აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ის პროტესტის აზრს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლს სახალხო დიპლომატიის გააქტიურებით უნდა უპასუხოს.

"ქართული ოცნება ორიენტირებულია იმაზე, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი, ამიტომაც, ჩვენ რა ნაბიჯების გადადგმაზეც არ უნდა ვისაუბროთ, არანაირ ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს გასაგები და ძალიან მარტივია. ჩვენ შეგვიძლია საპასუხოდ გავააქტიუროთ სახალხო დიპლომატია, მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიაში. სამწუხაროდ ეს პროექტი დაიხურა, იყო რუსულენოვანი ქართული ტელევიზია, რომელიც გამიზნული იყო რეგიონზე, თუმცა დაიხურა. იქნებ ოდესღაც ეს პროექტი განაახლონ.

ბუნებრივია, ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ რუსეთს სიმეტრიულად ვუპასუხოთ, ე.ი. ჩვენ, რაღაცნაირად ასიმეტრიულად უნდა ვუპასუხოთ - გავააქტიუროთ სახალხო დიპლომატია ჩრდილოეთ კავკასიაში. ჯერ ერთი, ეს ხალხი ჩვენი მეზობელია და სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა რუსეთს გამოუყენებია ისინი ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენზე პირდაპირ შეტევისთვის, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მოუქსევია ომის დროს. ასე, რომ ამ მხრივ უნდა ვიმუშავოთ. სხვა ჩვენ რა შეგვიძლია, პროტესტს აზრი არ აქვს, შეიძლება გააპროტესტონ, მაგრამ ამას აზრი არ ექნება. ფაქტია, ამის გამო რუსეთს სანქციებს არავინ დაადებს. სანქციები უკვე დაადეს და ამ ვიზიტს სანქციები არ მოჰყვება"- აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

მისი თქმით, ლავროვის ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობას დალაგებულად მიიჩნევს.

"ეს ვიზიტი არის ერთი რამის ნიშანი - მათ მიაჩნია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დალაგებულია, საქართველოს ხმას არ ამოიღებს და მეტი მოფერება და რევერანსები საჭირო არ არის. ამას მეტყველებს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც. ასე ლაგდება ურთიერთობები მათთვის" - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე,

დღეს, 18 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიატია დაგეგმილი.

ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს სერგეი ლავროვი რაულ ხაჯიმბასთან განიხილავს, ამასთან ერთად, ლავროვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საელჩოს შენობას გახსნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42