„ჩვენი ეს სამართლებრივი არგუმენტები პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით, არ იქნა გაზიარებული კომისიის მიერ და პირველ რიგში რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. ბუნებრივია ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის პრეზიდენტი, დამოუკიდებელი, გავლენებისგან თავისუფალი პრეზიდენტი არ გვყავდეს ჩვენ იმ მოდელში, რასაც გვთავაზობენ,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ასრულებს. კომისიის წევრები დღეს ბოლო სხდომას გამართავენ.
როგორც ცნობილია, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტს - კომისიაში შემავალ სხვა წევრებს დოკუმენტი კვირის ბოლოს წარედგინება.
პროცედურის მიხედვით, კომისია მას კენჭს უყრის, რის შემდეგაც მისი ჯერ პარლამენტში ინიცირება მოხდება, შემდეგ კი, საჯარო განხილვები დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






