საკონსტიტუციო კომისია ჯგუფების ფორმატში დღეს ბოლო სხდომას გამართავს
პოლიტიკა - 09:49, 18 Apr, 2017     1176
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ასრულებს. კომისიის წევრები დღეს ბოლო სხდომას გამართავენ.


როგორც ცნობილია, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტს - კომისიაში შემავალ სხვა წევრებს დოკუმენტი კვირის ბოლოს წარედგინება.

პროცედურის მიხედვით, კომისია მას კენჭს უყრის, რის შემდეგაც მისი ჯერ პარლამენტში ინიცირება მოხდება, შემდეგ კი, საჯარო განხილვები დაიწყება.

“კვირის ბოლოს უკვე ყველა სამუშაო ჯგუფის შედეგი შეჯამდება, ვინც აცხადებს, რომ ახლა უნდა დატოვოს, ეს ნიშნავს, რომ დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა ვიშლებით, ყველა მიდის თავთავის საბრძოლო თუ სამუშაო სივრცეში. საუბარი იმაზე, რომ ვინმე დატოვებს და ამას აქვს ულტიმატუმის სახე, ეს არ არის რაციონალური,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

სამუშაო ვერსიის გადაგზავნას ელოდებიან საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენილი ოპოზიცური პარტიებიც. მათი თქმით დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ გადავლენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმზე.

„პარტიამ პროცენტულად პარლამენტში მიიღოს ადგილები იმდენი, რამდენ პროცენტსაც აიღებს არჩევნებში, ეს არის ერთი პრინციპული საკითხი, მეორე პრინციპული საკითხია, რომ ხალხს დარჩეს პრეზიდენტის არჩევის უფლება. ველოდებით წამოვა თუ არა ქართული ოცნება კომპრომისზე, ჯერჯერობით ისინი ჯიუტობენ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი მმართველი ძალის ინტერესებზეა მორგებული.

„იქ რეალურად არავის არ შეეძლო ამინდის შეცვლა. ქართული ოცნება წყვეტდა ყველაფერს. ამდენად მივიღეთ ცუდი დოკუმენტი, რომელიც იქნება მორგებული მმართველი ძალის ინტერესებზე,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42