კალაძე თუ ლილუაშვილი? - რა აკავშირებს ვანისა და ხონის მაჟორიტარს ივანიშვილთან
პოლიტიკა - 00:21, 18 Apr, 2017     13954
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს. ახლა, იმას არავინ ამბობს, რომ მმართელი გუნდი არჩევნებს, აპრიორი, წააგებს, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ იგივე თბილისის მერის არჩევნები „ოცნებაში“ განხეთქილების მიზეზად იქცეს. ზოგადად, იმის შესახებ, თუ ვის დაასახელებს „ოცნება“ ქალაქის მერობის კანდიდატად, მედიასა და საზოგადოებაში დიდი ხანია, მსჯელობენ. როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, უკვე გადაწყვეტილია, რომ დავით ნარმანია კენჭს აღარ იყრის და უფრო მეტიც, ადგილობრივი არჩვნების შემდეგ, ის შეიძლება, სახელმწიფო სამსახურში ვეღარც დასაქმდეს.

ასევე, კულუარებიდან დიდი ხნის წინ გამოჟონა ცნობა იმის თაობაზე, რომ თბილისის მერობის სურვილი ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს აქვს, რომელიც ამავდროულად, ვიცე-პრემიერის ფუნქციასაც ასრულებს. ამ ინფორმაციას თავიდან არა, მაგრამ ბოლო დროს „ოცნებაშიც“ ადასტურებენ, თუმცა პარალელურად ამისა, „ნიუპოსტისთვის“ კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატის ვინაობა ხდება ცნობილი.

წყაროს ინფორმაციით, კალაძეზე თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატ დაასახელებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, მას ამ თემაზე, ვიწრო წრეშიც ჯერ არაფერი უთქვამს. ამიტომ, კიდევ ერთ ადამიანს აქვს იმედი, რომ ბოლო წუთში ყოფილი პრემიერი არჩევანს სწორედ მასზე შეაჩერებს. მით უმეტეს, რომ ამ ადამიანთან ივანიშილს დიდი ხნის საქმიანი ურთიერთბა აკავშირებს, კალაძისგან განსხვავებით, მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, ბიზნესშიც ჰყავს გამოცდილი.

თბილისის მერობის სურვილი გიორგი (გრიგოლ) ლილუაშვილსაც ჰქონია. მოგეხსენებათ, ლილუაშვილი ამაჟამად გაერთიანებული ვანისა და ხონის რაიონების მაჟრიტარი დეპუტატი და „ოცნების“ უმრავლესობის წევრია. მანამდე კი, ვიდრე დეპუტატი გახდებოდა, თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა. დავით ნარმანიამ ლილუაშვილი თავის მოადგილედ 2016 წლის იანვარშ დანიშნა და მისი წარდგენისას განაცხადა: „გიორგი ლილუაშვილი ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ აღნიშნულ პოსტზე წარმატებით იმუშაოს... ბატონი გიორგი ჩემი 15 წლის ნაცნობი და მეგობარია. ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვმუშაობდით დიდი ხნის წინ საჯარო სექტორში. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა პოლიტიკურ გუნდში. ბოლო პერიოდში ერთად ვიყავით და ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მე რამდენიმე კანდიდატს შორის ვიხილავდი გიორგის კანდიდატურასაც. საბოლოოდ, არჩევანი მასზე გავაკეთე.“

ის, რომ ნარმანია და ლილუაშვილი ერთმანეთს მართლაც, 15 წელია იცნობენ, გამორიცხული არ არის, მაგრამ როგორც თავის დროზე ითქვა, ლილუაშვილი თბილისის მერიაში უშუალოდ ივანიშვილის მითითებით დაინშნა, ანუ ის დედაქალაქის მთავრობაში ყოფილი პრემიერის თვალი და ყური იყო. იმასაც ამბობდნენ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნარმანია სწორედ ლილუაშვილთან ათანხმებდა, რომელსაც თავის მხრივ ყველა ინფორმაცია შუშის სასახლეში მიჰქონდა. ამას გარდა, არაოფიციალურად ისიც ცნობილი იყო, რომ ვისაც ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, კომუნიკაცია სწორედ ლილუაშვილთან უნდა დაემყარებინა. ასეთი სუბირდინაცია გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, რადგან ლილუაშვილის შრომითი კარიერა ივანიშილთან მჭირო კავშირშია და ამას „ოცნების“ საიტზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფიაც მოწმობს:

„გიორგი ლილუაშვილი დაიბადა 1977 წლის 1 სექტემბერს; 1994-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი; 1998-2001 წლებში ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიასა“ და „ქართული ავიახაზები–აირზენაში“ იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას; 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, იყო საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში ღILO და დსთ–ს ქვეყნების საბაჟო სამსახურის მეთაურთა საბჭოში; 2004-2008 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2006-2007 წლებში იყო საპარლამენტო კომისიის წევრი, ექსპერტი ახალი საბაჟო კანონმდებლობის შემუშავებაში; 2004-2015 წლებში დირექტორის თანამდებობები ეკავა: შპს „ბურჯში“, შპს „ქართუ მშენებელსა“ და შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტში“; 2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პარალელურად იკავებდა „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.“

„ნიუპოსტის“ წყაროს თქმით, მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაირკვევა, საბოლოოდ ვისზე შეიაჩერებს „ოცნება“, უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშილი არჩევანს და ვის დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატად - კახა კალაძეს თუ გიორგი ლილუაშვილს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ნარმანიას შემცვლელი ლილუაშვილი გახდა, მაშინ „ოცნებაში“ სიტუაცია ძალიანა იჭრება, რადგან ყველამ იცის, რომ პარტიაში „კალას“ ყველაფერი „გაიასნებული“ აქვს, ანუ უკვე დიდი ხანია, პარტიულ სტრუქტურებს სწორედ ის აკონტროლებს. ამ ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ მერობის კანდიდატად ლილუაშვილის დასახელების პირობებში, გარკვეული პარტიული საბოტაჟის მომსწრენი გავხდეთ. ,,ზოგადად, ეს ნარატივი „ოცნებისთვის“ უცხო ხილი არ არის. იგივე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ცალკეული შემთხვევები, როცა ადგილობრივი გამგეობები „ოცნების“ მაჟორიტარის კანდიდატის კი არა, მისი კონკურენტის სასარგებლოდ მუშაობდნენ“, - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ კონფიდენციალური რესპონდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42