ერის გამთლიანების გარეშე ქვეყნის დიდება ვერ მიიღწევა. აუცილებელია ერი და ბერი გაერთიანდეს - პრემიერი
პოლიტიკა - 12:24, 16 Apr, 2017     2328
მთელი სულითა და გულით ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს მართლმადიდებელთათვის - აღდგომას და საქართველოს, ყველა ოჯახს, გაძლიერებას ვუსურვებ, - ამ სიტყვებით მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა.

"მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წელში გაიმართება და დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვენატრება.

პირველი ალბათ ის იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ერი გამთლიანდება. ერის გამთლიანების გარეშე ქვეყნის დიდება ვერ მიიღწევა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ძირითად აქცენტებზე და აღნიშნა, რომ ეპისტოლეს ღერძი იყო პავლე მოციქულის სიტყვები - "სხვის დასანახად გაკეთებული სიკეთე ცოდვად იქცევა და სიმართლე, რაც არ უნდა მყარი იყოს, თუ ქედმაღლობით ვატარეთ, აუცილებლად დაიმსხვრევა".

"ყველა ჩვენგანი ისურვებდა, საქართველოს მიეღწიოს იმ მდგომარეობისთვის, როდესაც ერი და ბერი გაერთიანდება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად აქეთ მივდივართ, რადგან ერისა და ბერის ერთიანობა იყო ყველაფერი კარგის საწინდარი საქართველოს ყველაზე ძლიერების ჟამს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება, ერი და ბერი გაერთიანდეს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საზეიმო ლიტურგიას, პრემიერთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42