იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს დალოცვა და გამოხმაურებები საქართველოში
პოლიტიკა - 21:36, 15 Apr, 2017     52414
იერუსალიმის პატრიარქმა საკუთარ რეზიდენციაში ე.წ. აფხაზური სამღვდელოების წარმომადგენლებისა და მომლოცველებს უმასპინძლა. თეოფილე მესამე რუსული ეკლესიის შუამდგომლობით აფხაზურ დელეგაციას უკვე მეორედ შეხვდა. ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს მან მადლობა გადაუხადა და მომლოცველებთან ერთად აფხაზეთი, როგორც ქვეყანა, დალოცა.

,,მე ვილოცებ, რომ თქვენი ყოფნა წმინდა მიწაზე იყოს კურთხეული და თქვენ მიიღოთ ის რისი იმედიც გაქვთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენმა ოჯახებმა და თქვენმა სახელმწიფომ. ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობისთვის“ - ასე მიმართა თეოფილე მესამემ აფხაზურ დელეგაციას

აფხაზური ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს დალოცვა, მოულოდნელი აღმოჩნდა ქართული ეკლესიისთვის. სასულიეო პირები კანონიკურ საზღვრის დარღვევზე საუბრობენ. მამა იოსებ გელუკაშვილის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედის და მისი ცალკე მოხსენიება დაუშვებელია.

,,არსებობს კანონიკური საფუძვლები ეკლესიისა და ამას რომც გადავიდეს ვინმე და ყოფილა ისტორიაში ამის ფაქტები, თუნდაც ჩვენი ავტოკეფალიის შელახვა, მაგრამ სამართალი ყოველთის იზეიმებს“ - ამბობს მამა იოსები.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის განმარტებით, თეოფილე მესამე უკვე წლებია, რუსეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული და აფხაზურ დელეგაციასთან შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი რეგიონის ქართული ეკლესიისგან გამოყოფაა.

,,ეს არის უხეში დართვევა როგორც მართლმადიდებლური კანონებისა, ასევე სრულიად არაკოლეგიალური დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიისა და მისი მწყემსმთავროსადმი. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საუკუნეების განმავლობაში იერუსალიმის საპატრიარქო ძალიან დიდ გავლენას გაინიცდის რუსეთისა და მისი სპეცსამსახაურების მხრიდან. აქ იკითება ის, რომ რუსეთი აქტიურობს აფხაზეთის საქართველოსგან საეკლესიო იზოლაციის მიმართულებით“ - აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

იერუსალიმის პატრიარქისა და აფხაზური დელეგაციის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ისრაელში, საქართველოს საელჩოში. დიპლომატიურ მისიაში კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თეოფილე მესამეს შეხვდებიან და ეცდებიან, დააზუსტონ, ნამდვილად დალოცა თუ არა პატრიარქმა აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42