,,მედიასაშუალებების ორიენტაციის კვლევა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მიზანშეუწონელია“ - სასჯელაღსრულების სამინისტრო მედიასთან თანამშრომლობაზე
პოლიტიკა - 17:27, 14 Apr, 2017     1912
საინფორმაციო სააგენტო „TB24“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება თავს ვალდებულად თვლის, საკუთარ ბენეფიციარებს მრავალმხრივი ინფორმაციები მიეწოდოთ სხვადასხვა წამყვანი მედიასაშიალებებიდან. უწყების განმარტებით, მათთვის მიზანშოწონილი არაა, შერჩევა მოხდეს სააგენტოს ორიენტაციისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკური გემოვნების მიხედვით.

,,ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „TB24“-თან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ათზე მეტი ონლაინმედიასაშუალებით აწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას, მათ შორის არიან წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები და ისეთი გამოცემები, როგორიცაა ინტერპრესნიუსი, „ბათუმელები“, ნეტგაზეთი, Ipress, გურიანიუსი, For.ge და სხვა. ჩვენი ბენეფიციარების წრე იმდენად დიდია, რომ აუცილებლად ვთვლით, მათ საქართველოში არსებული ყველა მედია საშუალებით მივაწოდოთ ინფორმაცია მათი უფლებებისა და ჩვენს სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ. რაც შეეხება მედია-საშუალების ორიენტაციისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკური გემოვნების კვლევას, ვთვლით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, ეს უწყებას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2012 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის შედეგად ძირეულად შეიცვალა პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, დაინერგა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე არსებული ვითარებისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, აღნიშნული სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, არსებული ვითარება და ყველა ის საკითხი, რომელიც სასჯელის აღსრულებას და, შესაბამისად, პატიმრებს შეეხება, როგორც ჩვენი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ობიექტია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რეფორმების განხორციელების პროცესში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მიზნით, კანონით დადგენილი წესით, აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან. ვინაიდან დღესდღეობით, საზოგადოება ძირითადად ინფორმაციას ინტერნეტით იღებს, ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელების ერთ-ერთ ეფექტურ გზას ონლაინ მედია და საინფორმაციო სააგენტოები წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, როგორც წინა წლებში, წელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 10-ზე მეტ საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობს. სააგენტოებთან ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება. ხელშეკრულებები საჯაროა, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და მისი გაცნობა ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია. თანამშრომლობის მიზნით, სააგენტოების შერჩევისას მათი რეიტინგის, სანდოობის ხარისხის, თემატური მიმართულებების, მიზნობრივი აუდიტორიის, საფასო პოლიტიკის და სხვა გარემოებების გათვალისწინება ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელაღსრუღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბენეფიციართა წრე ძალიან ფართოა, უწყების მიზანია, ინფორმაცია რაც შეიძლება, ფართოდ გაავრცელოს და მიაწოდოს ყველას, ვისაც პენიტენციურ და პრობაციის სფეროსთან რაიმე სახის შეხება და ინტერესი გააჩნია. ბაზარზე არსებულ ყველა საინფორმაციო სააგენტოს თავისი აუდიტორია ჰყავს, შესაბამისად, სამინისტროს ინტერესია, მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ყველა სეგმენტის ინფორმირება. ამისთვის უწყება აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებსაც, საკუთარ ვებგვერდს, ასევე, აკვირდება მედიამონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს და ითვალისწინებს მას.

გამჭვირვალედ მუშაობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამასთან, პენიტენციური სისტემის რეფორმა კვლავ გრძელდება და ახლო მომავალში, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლის დანერგვა იგეგმება. სამინისტრო მომავალშიც მზადაა, აქტიურად ითანამშრომლოს მედიასაშუალებებთან და მათი მეშვეობით მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, თამარ კინწურაშვილმა რუსეთის გავლენაზე ქართულ მედიასა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით განსხვავებული აქცენტების ეთერში ისაუბრა. საქმე ეხებოდა გამოცემა TB24“-ს, რომელიც უკან ციხის საკნდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძეა და გამოცემა სპუტნიკს.

„სასჯელაღსრულების სამინისტრო უფორმებს კონტრაქტს ღიად პრორუსულ მედიასაშუალებას, რომელიც არა ერთი დეზინფორმაციის წყარო ყოფილა,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42