სირიაში გასულ კვირას ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი აფასებს. მისი თქმით, მომხდარი რუსეთის ხელწერას ჰგავს, რადგან ბაშარ ალ-ასადი ამ ყოველივეს ვერ გაბედავდა.
"ტიპიურია ასეთი განცხადებების გაკეთება ასადისთვის და ტიპიურია რუსეთისთვისაც. როდესაც ალეპოს ბომბავდნენ, რუსეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ამბოხებულები აყრიდნენ ნაცარს ბავშვებს, რომ მსოფლიო მედიისთვის სცენა დაედგათ. უფრო ადრე, როდესაც საქართველო იბომბებოდა, რუსები ამბობდნენ არა, ეს ჩვენ არ ვართ, ქართველები არიან, რომლებმაც რუსეთის ფერებში გადაღებეს თვითმფრინავები და ისინი ბომბავენ თავიან ქალაქებსო. ახალი აქ არაფერია. პუტინი ყოველთვის ცდის დასავლეთს. ამას აკეთებს ფრთხილად და დინჯად. დარწმუნებული ვარ, რომ ქიმიური შეტევა რუსული მონახაზია, ასადი თვითონ ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. ასე გამოსცადა ახალი ადმინისტრაცია, როგორი იქნებოდა ტრამპის პასუხი. შედეგით კი არ მგონია, პუტინი ბედნიერი იყოს. მისთვის ამერიკის რეაგირება ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ნამდვილი კოშმარია. რუსები უკვე აღარ აქებენ ტრამპს და აღარც მოსწონთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






