პროვოკაცია და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი - ლავროვის ვიზიტს სოხუმში თბილიში აფასებენ
პოლიტიკა - 10:43, 14 Apr, 2017     5065

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტია დაგეგმილი სოხუმში, აღნიშნულს პროვოკაციად და ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ სოხუმში.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუციის ის პროექტი, რომელიც მათ წარადგინეს, რათა გამოხატოს საკუთარი მკვეთრი პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ:

„ყველაფერი არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რაც რუსეთს გააჩნია და რომლის მიზანიც არის ამ რეგიონების ანექსია. შესაბამისად, ამ ანექსიას სჭირდება მნიშვნელოვანი საწინააღმდეგო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების ფონზე, ხელისუფლება არ უჭერს მხარს ჩვენს რეზოლუციას, რომელიც სწორედ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებაა,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ხელისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობაც“ აკრიტიკებს და მას უმოქმედობაში ადანაშაულებს:

„რუსეთი დგამს უფრო და უფრო აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის ამის მკაფიო გამოხატულება,“ - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორები, საქმის კურსში იყვნენ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ.

“რეზოლუცია ბევრი მივიღეთ პარლამენტის კედლებში ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად და რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ. კიდევ ერთხელ თუ საჭირო იქნება მივიღებთ. რაც შეეხება ოპოზიციის წუწუნს, რომ არიქა ჩვენი რეზოლუცია იბლოკება, არცერთი საკითხი ოპოზიციის არ დაბლოკილა,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42