"წავიდა დიდი ხულიგანი.დიდი ბოდიში ვახო და მშვიდობით ტუი!"
სოც.მედია - 16:49, 13 Apr, 2017     48414

ჟურნალისტი ნინო დარასელი მისი ოჯახის წევრის, ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. დარასელის თქმით ვახტანგ რჩეულიშვილი დიდმა დარდმა და ბევრმა შეურაცხყოფამ დააავადა:

"ტუი იცით რატომ დაარქვეს? რაღაც ძველი ამერიკული ფილმის ინდიელი გმირი იყო, რომელიც სულ საოცარ ილეთებს ასრულებდა, კლდეებზე ხტოდა, თავგადასავლებში ეხვეოდა.
ვახო 23-ე სკოლის ეზოში ცხოვრობდა, მის სახლს სასწავლებელთან ერთი მაღალი ღობე ყოფდა,ჰოდა არასდროს სკოლაში კარიდან არ შესულა,სულ მესერზე გადახტომით პირდაპირ ფანჯრიდან ძვრებოდა კლასში.მერეც არასდროს აურჩევია იოლი გზა. მის "არანორმალურ საქციელებზე" კიდევ ბევრი რამე ახსენდებათ.არასდროს ყოფილა " ყველასავით ნორმალური", ორდინალური, ჰოდა ტუი შეარქვეს.
ძალიან უშიშარი და ერთგული იყო.არასდროს ყოფილა მთავრობაში სულ ოპოზიციაში იყო, მისი ბუნებიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც იყო. თავის დროზე შევარდნაძემაც ვახოსთან ყოფნას მოქალაქეთა კავშირი არჩია.თუმცა გავიდა დრო და ალმოკიდებული მანქანიდანაც მან გადმოიყვანა და ვარდების რევოლუციის დროსაც, ორი კაცი რომ დარჩა პრეზიდენტთან,ერთი ვახო იყო.

მე სულ ვეკამათებოდი,მის გამოსვლებზე ვდარდობდი.მე წესიერი გოგოს კომპლექსი მქონდა,ის კი მშვენივრად ამართლებდა თავის ბავშვობის ზედმეტსახელს. არასდროს იყო ჩემზე ნაწყენი.ვუყვარდი და მე რას ვგრძნობდი მის მიმართ სულაც არ ანაღვლებდა. ის უბრალოდ გასცემდა. ამის გამო ვერ ვამარცხებდი და თავს ვანებებდი.

მარტო ერთი სუსტი წერტილი ქონდა.ბავშვები.აი მხოლოდ მათ შეეძლოთ მისი მორევა.ერთხელ ვიღაცა ქალმა საშინლად ლანძღა,ეგ კიდევ მშვიდად აიტანა,მაგრამ როგორც კი ის ქალბატონი მაიაზე გადავიდა, მივხვდი ეხლა რაღაც დატრიალდებოდა,შორს ვიდექი და სასწრაფოდ გავძახე ჩემს მეგობარს,ბავშვი დაანახეთქო.იმ წამს დამშვიდდა,მოლბა და გაიღიმა.ბავშვებს ძალიან დააკლდებათ დიდი ვახო.

დიდმა დარდმა და ბევრმა შეურაცხყოფამ დააავადა.ტკიოდა ყველაფერი,მაგრამ
თავის თავისთვის სად ეცალა,სანამ პირდაპირი მნიშვნელობით არ დაეცა.ნერვიულობამ წააქცია.

დიდი სიჩუმეა ეხლა ჩვენს სახლში. აღარავინ ურევს.წავიდა დიდი ხულიგანი.დიდი ბოდიში ვახო და მშვიდობით ტუი!"- წერს ნინო დარასელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42