რატომ არ აქვს გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია- პოლიტიკოსმა სუს-ის მაღალჩინოსანს შეკითხვით მიმართა
პოლიტიკა - 13:47, 13 Apr, 2017     2665

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის შემდეგ¸ კომიტეტიდ სხდომიდან გამოსულ სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეს შეკითვით მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა გივი თარგამაძემ მიმართა. ყოფილ დეპუტატს აინტერესებდა თუ რატომ არ ენიჭება მისი აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია.

„ კონკრეტული კითხვა მაქვს და პასუხი მინდა. აფეთქება განხორციელდა ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც გაჯერებული იყო მეტალის ელემენტებით. აფეთქება მოხდა მთელს მარშრუტზე ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, დაზიანდა 11 ავტომობილი და დაზარალდა 7 ადამიანი, რომელთაგან ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია დღესაც, ოპერაციები ტარდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის გამოსასწორებლად. იმ მომენტში ვიყავი მოქმედი დეპუტატი. ასევე საქმეზე იკვეთებიან პირები, რომლებიც წარსულში გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს, სამხედრო ამბოხს, პოლიციელების და პროკურორის მკვლელობას, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობას. რატომ არ ეძლევა, თქვენი აზრით, ამ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია, არ მითხრათ, რომ ეს პროკურატურის პრეროგატივაა, თქვენი აზრი მაინტერესებს. და რატომ არ არის მოწადინებული სუს-ი, მან გამოიძიოს ეს საქმე და არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას იმსახურებს ეს საქმე თუ არა?“- მიმართა თარგამაძემ ტაბატაძეს.

რაზეც ტაბატაძემ მიუგო, რომ ის კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემდა, რადგან აღნიშნულ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იძიებს:

„გასაგებია, რამდენადაც თქვენ ჩემი სუბიექტური აზრი უნდა გაინტერესებდეთ, მოცემულობა ასეთი გვაქვს - თქვენს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19-109 მუხლით, რომელიც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, გარემოებების გათვალისწინებით, რაც თქვენ თქვით. ამჟამად თქვენს საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველო, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და როგორც ვიცი. ბრალდებულის სახით პასუხისმგებაში მიცემულია კონკრეტული პირი, რომელზედაც გაიმართა სასამართლო და იგი ამჟამად იძებნება. ეს რაც შეეხება თქვენს საქმეს. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იძიებს ამას. კვალიფიკაციას მე როგორ მივცემ. კვალიფიკაცია მიცემულია, გამოძიება დაწყებულია. ბრალდებულის სახით მიცემულია კონკრეტული პიროვნება პასუხისგებაში. ამით რამდენადაც არ უნდა იყოს დაინტერესებული, კონკრეტულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე.“- განაცხადა ტაბატაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42