პროგრესზე, ხარვეზები და გამოწვევები - საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიას აფასებს
პოლიტიკა - 13:11, 13 Apr, 2017     954
საერთაშორისო ექსპერტი მეგი ნიკოლსონი საქართველოს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიას აფასებს.


მეგი ნიკოლსონმა საქართველოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) შესრულების შეფასება წარადგინა.

"ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილსმიიღო, ადამიანის უფლებების 23 თემატურ სფეროს ეხება, მათ შორის არის ისეთი მიმართულებები, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა: მართლმსაჯულების სისტემა, პენიტენციური სისტემა, წამებისა დაარასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა და პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა უფლებები, გენდერული თანასწორობისა და შრომითი უფლებები. სტრატეგიის ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ, პროგრესის შესაფასებლად, მეგი ნიკოლსონი 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა განმახორციელებელ თუ დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა. ექპერტი საკუთარ ანგარიშში გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ხარვეზებსა და გამოწვევებზე საუბრობს.

მნიშვნელოვანი ნაწილი პროცესის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს ეთმობა. მეგი ნიკოლსონი, საერთაშორისო ექსპერტი: - არსებითი მნიშვნელობის არისმთავრობის სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც თავისთავად იმედის მომცემი სიგნალია. ის ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესი გრძელდება საქართველოში. ჩემს ანგარიშში აღნიშნულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიცსტრატეგიის ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა. წარმატებულ მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ, 2015 წლის ივნისში მიღებული არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, 2013 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება. თუმცა, ამავე დროს შეგვიძლია ვისაუბროთ გამოწვევებზეც, რომელიც არსებობს ანტიდისკრიმინაციულ კონონში,აუცილებელია სასამართლო რეფორმა, პოლიტიკურ პროცესებში ქალის როლისგაძლიერება. მაგრამ, მთავარია შენარჩუნდეს ეროვნული სტრატეგიის სარგებლიანობა.ამისთვის საჭიროა მთავრობამ, ყველა დონეზე, კვლავ განამტკიცოს საკუთარივალდებულება და გააძლიეროს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები,დანერგოს მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკა და შესაბამისი პროგრამები.ექსპერტის შეფასებებსა და რეკომენდაციებს იზიარებს განმახორციელებლი მხარე დასამუშაო გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას გეგმავს. ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი: - 2014წელს საქართველოს პარლამეტის მიერ მიღებულმა ადამიანის უფლებათა ეროვნულმასტრატეგიამ ერთგვარად საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიულ რეფორმებსსაქართველოში. 2014 წლის 30 აპრილი ნამდვილად იქცა ადამიანის უფლებებზედაფუძნებული პოლიტიკის წარმოების დაწყების თარიღად.

2014 წლიდან დღემდე ქვეყანაში გვაქვს თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა და ეს აღნიშნულია საერთაშორისო ექსპერტის მეგი ნიკოლსონის ანგარიშშიც. უმნიშვნელოვანესია ის ღია და ინკლუზიური პროცესი, რომლის მეშვეობითაც მთავრობა ითვალისწინებს ამ თუ სხვაკვლევებში აღნიშნულ ყველა რეკომენდაციას.

ექსპერტი მოწვეულია და ანგარიში წარდგენილია ამერიკის მთავრობის USAID-ისდაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერგანხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG), და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ"- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42