„დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა
პოლიტიკა - 10:42, 13 Apr, 2017     1546

„დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს.

„ბევრ ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა, რომ მსგავს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ როგორც ტურისტებს, ასევე ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და მინდა, ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა დღეს, ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ჩვენი კომპანიების მონაწილეობით. ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე და მინდა, მოგიწოდოთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა, რაც დღეს საქართველოში განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 110-მეგავატიანი „დარიალი ჰესი“ აბსოლუტურად უნიკალური ჰესია, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული.

„ეს არის საუკეთესო პროექტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. 123 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ევრობანკის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური“, - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42