„პრეზიდენტს თითქმის ყველა ძირითადი უფლება რჩება. აქ საუბარია იმაზე, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული და იუსტიციის საბჭოს ჰქონდეს ეს უფლება. როგორი შეიძება იყოს არჩევნები, საარჩევნო სისტემა, შემაჯამებელ სხდომაზე საბოლოოდ გამოიკვეთება ის დოკუმენტი, რომელსაც საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის უმეტესობა დაუჭერს მხარს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღნიშნულ ცვლილებას სამოქალაქო სექტორთან ერთად ეწინააღმდეგება ოპოზიციაც, მათი თქმით ამ ცვლილებით ხელისუფლების უზურპაცია ხდება და კნინდება პრეზიდენტის ინსტიტუტი:
"ქართველ ხალხს ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება. პრეზიდენტის ინსტიტუტი კნინდება ძალიან და ვხედავთ, რომ ეს კნინდება იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას ამოჩემებული ჰყავს ზოგადად ინსტიტუტის და დღევანდელი პრეზიდენტიც. რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება, ეს მხოლოდ გაზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების უკონტროლობას,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კომისიის ბოიკოტირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციის ნაწილმა შესაძლოა დღეს, არასამთავრობო სექტორთან დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მიიღოს.
„საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურებოდა იმას, რომ სრული უზურპაცია მოხდეს ძალაუფლების, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და ახლა უკვე კონსტიტუციით გამყარდეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების ყველა მცდელობა,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა ნინო კალანდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






