ევა გოცირიძეს მიაჩნია, რომ სტრასბურგმა საქართველოს ამით ეროვნული სასამართლოების და ქვეყნის სუვერენიტეტის დონეზე პრობლემები შეუქმნა.
„რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივაციას, ადამიანმა შეიძლება ივარაუდოს ასეთი რამ სწორედ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო სრულიად არაორდინალური გადაწყვეტილება და ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომელიც არ შეუქმნია თავისი არსებობის 50 წლის მანძილზე. აქ ისმის საკითხი, იყო კი იმის აუცილებლობა რომ მას გადაეხვია იმ ტრადიციისათვის, რომელიც აქამდე არსებობდა. ვგულისხმობ შუალედური ღონისძიების გამოყენებას. ამ გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ნიშნავს ერთი მხარისათვის უპირატესობის მინიჭებას. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს ეროვნული სუვერენიტეტის და ეროვნულ მართლმსაჯულებაში ძალიან სერიოზული ჩარევაა, თვით სტრასბურგის სასამართლო თავის თავს ჩაიგდებს ძალიან მძიმე დღეში და ამან შეიძლება ძალიან გაართულოს იმ მხარეთა უფლებების დაცვის ინტერესი, რომლებიც ამ და სხვა კონკრეტულ საქმეებში იქნებიან ჩართული,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ.
ევა გოცირიძემ, როგორც თავად განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა, არ იცნობს.
წყარო rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






