ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს პორტუგალია ეხმაურება
პოლიტიკა - 21:12, 12 Apr, 2017     2080

პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პორტუგალიის მთავრობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის შესაბამისად, კიდევერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის,დამოუკიდებლობის და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, მისისაერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პორტუგალია გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ემუქრება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობას. ამ მოვლენათაგან განსაკუთრებით საგანგაშოა სამხრეთ ოსეთში ე.წ. "არჩევნების" ჩატარების ფაქტი 2017 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც, ამავე დღეს ჩატარებული რეფერენდუმი, საქართველოს ამ რეგიონისათვის ოფიციალური დასახელების შეცვლის მიზნით.

პორტუგალია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოამჟღავნონ განახლებული პოლიტიკური სწრაფვა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჟენევის პროცესისა და 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარდა, პორტუგალია მხარეებს მოუწოდებს დიალოგისკენ, განსაკუთრებით კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელშიც მონაწილეობს პორტუგალია, თამაშობს დადებით როლს მხარეთა დასაახლოვებლად.

ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს გამართული ე.წ. რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა. მისი განცხადებით, გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში, ხელშესახები პროგრესის მისაღწევად და თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42