"რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას ინიცირებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს" - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 16:37, 12 Apr, 2017     939
საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტს ეხმიანება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592, გადაწყვეტილების იმპლემენტაცია და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სისტემური ცვლილებების განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთების შესაბამისად.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. ამასთან, ცვლილებები მხოლოდ ფორმალურად ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს ვინაიდან მასში არ არის გათვალისწინებული სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზანი - ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შესაბამისი ოდენობით ფლობის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო ადამიანის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების არაკონსტიტუციურობა.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით და მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა პიროვნების დასჯაზე, არამედ მის რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე. სამწუხაროდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ამ მიდგომას არ ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტები საერთოდ არ ეხება სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას; პრობლემურია და სისტემურ გადახედვას საჭიროებს მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების მინიმალური ოდენობების საკითხი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.

ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდების არაკონსტიტუციურობის შესახებ, სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით არსებული მანკიერი პრაქტიკა, რაც არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი. .. „ქუჩის ნარკოტესტირებისკანონიერებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წლის 20 ნოემბერს წარადგინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, სისტემურად მიუდგეს საკითხს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებისკენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42