მსახიობები გაფიცვას აანონსებენ - "ჩვენ სამუზეუმო ექსპონატები ვართ, რომელსაც ქუჩაში არ ყრიან, ჩვენ გადაგვყარეს“
პოლიტიკა - 17:49, 12 Apr, 2017     3222
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, შეუმცირდეს ბიუჯეტი ყველა თეატრს, მსახიობების მხრიდან პრტოტესტის მიზეზი გახდა. მიხეილ გიორგაძის უწყების მოთხოვნა თეატრალურ საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვა, სეკვესტრირებული დაფინანსებიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელებმა "ექსპონატ" მსახიობებს ხელფასები მნიშვნელოვნად შეუმცირეს.

მას შემდეგ რაც, მსახიობებმა თეატრში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ საჯაროდ საუბარი გადაწყვიტეს, „ნიუპოსტი“ მათ პოზიციას ერთგულ მკითხველს მუდმივად აწვდიდა.

მსახიობები სახელფასო ფონდის მკვეთრად შემცირებას აპროტესტებენ. მარჯანიშვილის თეატრში დასის თანამშრომლები გაფიცვაზეც ალაპარაკდნენ.

თეატრის უხუცესი მსახიობები კულტურის სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ, მათი თქმით, ბევრ მათგანს 900 ლარიანი ხელფასი 250 ლარამდე დაუყვანეს.

„კულტურის მინისტს ჰკითხეთ, რას გვერჩოდა. ვერ გავიგე ჩვენგან რა უნდოდა. არ უყვართ, არ დადიან თეატრში. ჩვენ ვართ სამუზეუმო ექსპონატი, ექსპონატებს კი ქუჩაში არ ყრიან, ინახავენ, ჩვენ გადაგვყარეს“- აღნიშნავს თამარ სხირტლაძე.

მისის თქმით, „გივი ბერიკაშვილს გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ხელფასი გაუნახევრეს“.

როგორც სხირტლაძემ ინგა გრგოლიას გადაცემა “რეაქციაში”განაცხადა, ამის გამო ლეგენდარული მსახიობი ძალიან ნერვიულობდა.

“მარტო ფულში არ არის საქმე. რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით, ასეთი დიდი სიყვარულით სარგებლობდა, რატომ უნდა ტკენოდა გული და ისე რატომ უნდა წასულიყო”, – თქვა თამარ სხირტლაძემ.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ქეთი კიკნაძემ კი ცოტა ხნის წინ, ღიად განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად თეატრს ტოვებს.

"გადავწყვიტე საერთოდ წავიდე. პენსია არის 180 ლარიო და შენ რომ 240 ლარს მოგცემენ, 60 ლარის გამო მაგათი მათხოვარი უნდა ვიყო? საქმეა ღირსებაშია, როგორ გიფასდება შრომა, ნაყოფი ხომ უნდა მიიღო რაღაც როცა 57 წელი სცენაზე ხარ" - აცხადებს მსახიობი.


გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მარჯანიშვილის თეატრი ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მსახიობს დაუკავშირდა, მგალობლიშვილი მარჯანიშვილის თეატრის დატოვებას არ ადასტურებს, თეატრში არსებულ პროტესტზე საუბრისგან თავს იკავებს, ხელფასების შემცირებისა და პრობლემების საკითხის გასაჯაროების გამო კი ჟრნალისტებს საყვედურობს.

მგალობლიშვილის თატრიდან წასვლის შესახებ არსებულ გაუგებრობას მსახიობის მეუღლე კი ასე განმარტავს - „ოფიციალურად მას თეატრი არ დაუტოვებია, ეტყობა რაღაცა მოხდა და ხელმძღვანელს ელაპარაკა, რომ დატოვებდა თეატრს“.

თავად ბატონი მგალობლიშვილი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მედიის 100 წარმომადგენელთან“ თეატრის პრობლემებზე საუბარს არ აპირებს.

"ცოცხალი ვარ ამდენი ხანია და კაციშვილს არ დაურეკავს, ახლა კი მოუნდათ ჩემგან ინფორმაცია. მე თეატრში ვარ და არაფერი დამიტოვებია, დაწყნარდეს ეს საინფორმაციო სამყარო. რომ მოკვდება კაცი, მერე უნდა გაგახსენდეთ კაცი რომ იყო?! გივი ბერიკაშვილზე ახლა იმდენი რამე გავიგე, რომ გადავირიე კაცი. თუ ეს კაცი ასეთი ბოროტი იყო, როგორ ცოცხლობდა აქამდე. რცხვენოდეს ყველას..."- უთხრა "ნიუპოსტის" მგალობლიშვილმა.

ჩვენ დამსახურებულ მსახიობს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ და თეატრში არსებული პრობლემების შეფასება ვთხოვეთ. როგრც მსახიობის საუბრიდან ირკვევა, მგალობლიშვილი მედიას იმის გამო საყვედურობს, რომ თეატრში არსებული პრობლემების შესახებ, ჟრნალისტები 5 თვის წინ უნდა დაინტერესებულიყვნენ, ახლა კი როგრც ამბობს - "ყველაფერი მორჩენილია".

"ეს ამბავი მორჩა 5 თვის უკან, ახლა გაგახსენდათ ეს ამბავი?!"- აღნიშნავს მგალობლიშვილი.

რაც შეეხება მსახიობებისთვის ხელფასის დაკლების საკითხს, ამ კითხვაზე მსახიობმა "იმავე თეტარში გადაგვამისამართა", რომლის წევრიც, როგორც აღმოჩნდა, დღემდე არის.

"ნუ მეკითხებით მე, ერთი ასმა კაცმა დამირეკა უკვე, ახლა გავხდი საინტერესო ამ ინფორმაციისთვის, რომ მე ვუთხრა ყველას, სათითაოდ აუხსნა რა ხდება თეატრში?! თქვენ თუ თეატრი გაინტერესებთ, აქამდე უნდა გაგეგოთ, რა ხდებოდა მარჯანიშვილის თეატრში,"- დასძინა მსახიობმა

"ნიუპოსტის" არგუმენტირებული მცდელობის მიუხედავად, მსახიობისთვის აეხსნა, რომ მას შემდეგ რაც თეატრებში არსებული პრობლემები გამოაშკარავდა, სააგენტო მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს, თუმცა ნოდარ მგალობლიშვილი მედიაზე აზრს არ იცვლის..

"რამდენი ჟურნალისტიც დამირეკავს, იმდენს როგორ უნდა გავცე პასუხი. რამდენი გაზეთია ქვეყანაში?! არ გაინტერესებთ, დაგირეკავთ როდესმე, როგორ ვარსებობ? კარგად იყავით.."- ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი მგალობლიშვილმა.

„ნიუპოსტი“ კუტლურის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ბიუჯეტი თავადაც შეუმცირდათ და შესაბამისად 86 სსიპ-ს დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსახიობებისთვის ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა გიორგაძის უწყებამ, არამედ თეარის მენეჯმენტნა მიიღო.

„ზოგმა ეს პრობლემა გადაწყვიტა ადმინისტრაციული ან სხვადასხვა ხარჯების შემცირების მეშვეობით და ხელფასები არ შეუმცირა მსახიობებს, ზოგმა კი ხელფასები იმ მსახიობებს შეუმცირა, ვინც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულები სპექტაკლებში. ზოგმა მიიღო გადაწყვეტილება ყველასთვის ერთნაირად 10% შეემცირებინა" - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ პროტესტია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრშიც. თეატრის მსახიობები ხელისუფლებასა და კულტურის სამინისტროს არაჯანსაღ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42