ბელგიელი სამხედრო ექსპერტი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვეს
პოლიტიკა - 14:16, 12 Apr, 2017     1056
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მურმანი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სამხედრო ექსპერტს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიცე-პოლკოვნიკმა კლოდ მურმანმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. „ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, თუმცა გასაკეთებელიც რჩება. მთავარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. დროთა განმავლობაში კი შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“, - განაცხადა მან.

ბელგიის სამეფოს ოფიცერს მედალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

ვიცე-პოლკოვნიკ კლოდ მურმანის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსი თვის მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰენკინეტი შეცვლის, რომელიც გასული წლის აპრილ-ოქტომბერში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის პროექტის მრჩეველად უკვე მუშაობდა.

სამხედრო ექპერტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ნატოს ძირითადი ჯგუფის, ასევე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42