"ხელისუფლებამ დაარღვია პირობა, რომ არ დადგებოდა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხი’’ - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 13:06, 12 Apr, 2017     654
ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგი წერეთლი საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანასთან დაკავშირებით ხელისუფლებას პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.

,,საკონსტიტუციო კომისიამ პრაქტიკულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც იქნება მძიმე დარტყმა ქუთაისის პერსპექტივისათვის და რეგიონის განვითარებისათვის.

ეს საკითხი არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ,,ევროპული საქართველოს“ შეშფოთების საგანი. ყველას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ქუთაისისთვის და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას.

გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია თბილისისთვისაც იმიტომ, რომ ის გახდა დღეს ერთადერთი ეკონომიკური აქტივობის ცენტრი და ამ ქალაქში თავს იყრის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. სწორედ ბევრი პრობლემა დაკავშირებულია ამ მოვლენასთან - ეს იქნება სამუშაო ადგილები, სატრანსპორტო გადაადგილება თუ ეკოლოგიური სირთულეები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეუნარჩუნოს ქალაქ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი და პერსპექტივა მომავალი განვითარებისთვის.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქუთაისელების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს.

ამავე დროს, საერთო სახალხო განხილვის პროცესში, ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურ ბრძოლას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში უნდა იყოს, შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ქუთაისში უკვე აშენებულია თანამედროვე სამთავრობო შენობა, რომელიც ცარიელია, ტერიტორია მოუვლელია 2012 წლის შემდეგ და პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც მთავრობა აპირებს, ააშენოს ახალი სამთავრობო ქალაქი, ქუთაისი იქნება ამისთვის ძალიან კარგი ადგილი"- განაცხადა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42