საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშრებით აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან იყო მცდელობა სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა მოეპოვებინა და ამ გავლენის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნულ განცხადებაზე მწვავე შეფასებები კეთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში:
„ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, რატომაც ეს ყმაწვილი, რომელიც არ არის თავის ადგილას, პარლამენტის სპიკერად არ უნდა მუშაობდეს. წარმოდგენა არ აქვს ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე, როგორიც არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ვერავინ ვერ მოახდენს პოლიტიკურ გავლენას. თუ ვინმე ახდენდა და ცდილობდა ამას იყო დღევანდელი მთავრობა, უვიცი მთავრობა, რომელმაც იქ გააგზავნა საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი,“-განაცხადა ნიკა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






