საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშრებით აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან იყო მცდელობა სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა მოეპოვებინა და ამ გავლენის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნულ ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური გავლენის მცდელობის ფონზე მიიღო, არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ საქმეში იყო ხელისუფლების დაინტერესება.
„ქართული ოცნების წარმომადგენელთა ყოველი მომდევნო განცხადება არის კიდევ უფრო სამარცხვინო, სავალალო და ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ცხადად აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი ჩაეხშო რუსთავი 2 და ეს განცხადება პირიქით აძლიერებს სტრასბურგში უკვე ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ რუსთავი 2-ის ხმის ჩახშობა უნდოდა სწორედ საქართველოს ხელისუფლებას,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






