საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშრებით აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა იყო და გადაწყვეტილება ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული:
"იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა",- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






