პარლამენტს სუს-ის 2016 წლის ანგარიში წარედგინა - განხილვის ნაწილი შესაძლოა დაიხუროს
პოლიტიკა - 10:13, 12 Apr, 2017     1237
საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა, რომლის განხილვაც ხვალიდან დაიწყება. ანგარში მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის შინაარსის გამო შესაძლოა განხილვის ნაწილი დაიხუროს.

სუს-ის ანგარიშს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა, ეკა ბესელიას თქმით დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დასვან იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლის განეიტრალებაზეც მუშაობს უსაფრთხოების სამსახური.

მწავე შეკითხვების დასმას აპირებს უსაფრთხოების სამსახურისთვის ოპოზიცია, მათი თქმით სუს-ი გაცდა პოლიტიკური დევნის იარაღი ივანიშვილის ხელისუფლების ხელში:

„სუს-ის ხელმძღვანელობას მოუწევს პასუხი გასცეს მათ შორის იმ პოლიტიკურად მწვავე საკითხებს, სადაც სუს-ი აღმოჩნდა ჩარეული ისე, რომ ეს მისი ფუნქცია კანონიდან გამომდინარე არ იყო,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყენებაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა.

„ხშირ შემთხვევაში ეს უწყება ივანიშვილის რეჟიმის მიერ გამოიყენება როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი. ვისაუბრებთ უკანონო მოსმენების თემაზე, ზოგადად იმაზე, რომ ერიდება გომელაური ერიდება საქართველოს პარლამენტში მოსვლას და არ სცემს პასუხს იმ კითხვებს რაც დაგროვდა,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42